ექვთიმეს ანდერძი

     ექვთიმე თაყაიშვილმა ვრცელი ანდერძი დააწერინა იურისტ ალ.პოლტარაცკის.
ამ საყურადღებო დოკუმენტის პირველ მუხლში მემკვიდრე კი არ მოიხენია, არამედ აღიშნა: ჩვენს აკადემიას ვუანდერძებ ჩემს ბიბლიოთეკას (ბინაზე არსებულ, წიგნებზეა ლაპრაკი, თორემ პარიზში გამგზავრებამდელი მისი კუთვნილი უზარმაზარი ბიბლიოთეკა უნივერსიტეტში იყო გადატანილი) და ხელნაწერებსო. მასვე ვუტოვებ ჩემ მიერ შედგენილ ქართულ–ფრანგულ ლექსიკონს (47 რვეული)და აგრეთვე ყველა ჩემი გამოცემის ცალებს(წიგნებსა და სტატიებს), რომლებიც კი სადმე მაქვს.
2. ჩვენს მუზეუმს ვუანდერძებ მთელ ჩემს ნუმიზმატიკურ კოლექციას და ბინოკლს. უკანასკნელ მე გრიგოლ გურულმა მაჩუქა და ყოველ ექსპედიციაში თან ვატარებდი. 3.მეტეხის მუზეუმს (ახლანდელი ხელოვნების მუზეუმი) ვუტოვებ ჩემს საწერ მაგიდას ბრინჯაოს სამელნის კომპლექტით და სურათებსა და პორტრეტებს.
4.ჩემს ნაშვილებ ლიდია პოლტარაცკაიას ვაკუთნებ ავტომანქანას,ჩემი მეუღლის ნივთებს და ჩემი დაკრძალვის ხარჯების შემდეგ დარჩენილ ფულს.
   დიდი მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა. ის თავდაპირველად ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს, ხოლო დღეს ის მთაწმინდის პანთეონში განისვენებს
   ექვთიმეს ღვაწლი ქართველმა ერმა მის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ დააფასა. ქართველმა ახალგაზრდობამ მის შესახებ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიგო.



   2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და მას სახელად “წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი” უწოდა.
2003 წლის მაისში თბილისში წმინდა ექვთიმეს სახლ – მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. “ექვთიმე ღვთისკაცის” ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.

No comments:

Post a Comment